სამოქალაქო რეესტრი - მთავარი

 

statistics

 

 

საინფორმაციო ცენტრი:
2 40 10 10
----------------------------------
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანამშრომელთა მხრიდან ნებისმიერი სახის უკანონო ქმედების შესახებ გთხოვთ, ინფორმაცია მიაწოდოთ შიდა კონტროლის სამსახურს:
2 40 40 20
ელ-ფოსტა: hotline@cra.gov.ge

 
 
 

სიახლეები

27 იანვარი 2012
საქართველოში 132 000–მდე ნინო ცხოვრობს

საქართველოში ნინო პოპულარული სახელია – დღეის მონაცემებით, საქართველოში 131 950 ნინო ცხოვრობს, მათ შორის  (109 879 ნინო), 12 757 ნინა, 5198 ნინი, 314 ნინიკო, 3 727 ნუცა და 75 ნინუცა.

27 იანვარს, მართლმადიდებელი ეკლესია ქართველთა განმანათლებლის და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით კვლევა ჩატარდა. მონაცემები ეყრდნობა იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-ტექნოლოგიების სამმართველოს ინფორმაციის დამუშავებისა და მონაცემთა ხარისხის ანალიზის განყოფილების სტატისტიკას.

23 იანვარი 2012
კონკურსი იუსტიციის სახლის პერსონალის უნიფორმის დიზაინის შესაქმნელად

კონკურსანტმა არაუგვიანეს 2012 წლის 6 თებერვლისა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ცენტრალურ ოფისში უნდა წარმოადგინოს: 1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ; 2. პირადობის მოწმობის ასლი; 3. CV,  რომელშიც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია ბოლო ორი წლის განმავლობაში (2010-11 წლები) განხორციელებული ანალოგიური მომსახურების შესახებ; 4. იუსტიციის სახლებში მომუშავე პირების ყველა სახის უნიფორმის დიზაინერული პროექტი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება  წარმოდგენის შექმნა შემოთავაზებული დიზაინის საერთო ხედვის შესახებ.

20 იანვარი 2012
ID ბარათის მიღების სურვილი ამ დრომდე 120 000 –მა მოქალაქემ გამოთქვა

ID  ბარათის მიღების სურვილი ამ დრომდე 120 000 –მა მოქალაქემ გამოთქვა

ელექტრონული პირადობის მოწმობის ID  ბარათის ფუნქციები დღითიდღე ფართოვდება და დოკუმენტის მიღების სურვილს სულ უფრო მეტი მოქალაქე გამოთქვამს.

დღეს, რუსთავის იუსტიციის სახლში, ID ბარათების სერვისების შესახებ და ID ბარათების გაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი გაბრიელაშვილმა ბრიფინგი გამართა.

11 იანვარი 2012
დამისამართების პროექტი გრძელდება

damisamartebaდამისამართების პორექტი მიმდინარე წელს მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება. 

დღეს, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, დამისამართების პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა და სამოქალაქო რეესტრის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსმა მამუკა სამხარაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. 

29 დეკემბერი 2011
ID ბარათი - იუსტიციის სამინისტროს წლის ყველაზე ნოვატორული პროექტი

id novacia ID ბარათი - იუსტიციის სამინისტროს წლის ყველაზე ნოვატორული პროექტი   იუსტიციის სამინისტროში 2011 წელი შეაჯამეს.  მინისტრის მოადგილემ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავჯდომარემ  გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე იუსტიციის სამინისტროს წლის ყველაზე ნოვატორული პროექტის  -  ID ბარათების შესახებ ისაუბრა.

„ელექტრონული პირადობის მოწმობის ფუნქციები დღითიდღე ფართოვდება, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ, - სულ ახლახანს მის მფლობელებს ნოვაცია   „საქართველოს ბანკმა" შესთავაზა. ბანკის მომხმარებლებს აღარ უწევთ  მომსახურებისთვის საჭირო აპლიკაციის ხელით შევსება, ID ბარათის გამოყენებით, მოქალაქის მონაცემები ადვილად და უშეცდომოდ გადადის აპლიკაციაზე რიდერის საშუალებით. გამარტივებული სერვისების მიღება ელექტრონული პირადობის მოწმობის ყველა მფლობელს, საქართველოს 100.000-ზე მეტ მოქალაქეს შეუძლია. ახალი ტიპის პირადობის მოწმობის აღების მსურველთა  რიცხვი კი საახალწლო დღეებშიც არ მცირდება".

28 დეკემბერი 2011
პირადი მონაცემების გაყალბებისთვის გამოცხადებული ამნისტიით 2400-მდე მოქალაქემ ისარგებლა

amnistia პირადი მონაცემების გაყალბებისთვის გამოცხადებული ამნისტიით  2363–მა  მოქალაქემ ისარგებლა, აქედან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ონლაინ რეჟიმში ამნისტიით სარგებლობის მსურველი საქართველოს 56 მოქალაქის განცხადება დაკმაყოფილდა. მათ დოკუმენტები საფასურის გადახდის გარეშე გაუსწორდათ –ამის, შესახემ, რუსთავის იუსტიციის სახლში გამართულ ბრიფინგზე, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის უფროსმა ლევან დარბაიძემ განაცხადა.            მოქალაქეებისათვის, რომელთაც სხავადასხვა დროს გააყალბეს პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები (პასპორტი, პირადობის მოწმობა და სხვა) ამნისტია 2011 წლის ივლისში გამოცხადდა.      

27 დეკემბერი 2011
ბიომეტრიული პასპორტით საქართველოს საზღვარზე მოძრაობა გამარტივდა

თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში, ასევე, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე საქართველოს მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთისას შემოწმებას გამარტივებულად, ელექტრონულად გაივლიან . ელექტრონულ კარიბჭეში, მოქალაქის პირადი მონაცემები საპასპორტო ინფორმაციისა და მოქალაქის თითის ანაბეჭდების იდენტიფიკაციის გზით შემოწმდება.      ბიომეტრიული პასპორტი ევროპული სტანდარტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია, რომელსაც დამატებული აქვს ელექტრონული მეხსიერების მატარებელი. მასში განთავსებულია პიროვნების ფოტოსურათი და თითის ანაბეჭდის ნიმუში.

12 დეკემბერი 2011
უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის დიზაინზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდა

tanamemamulis dokumenti უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის დიზაინზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდა

12 დეკემბერს, მთავრობის კანცელარიის სხდომათა დარბაზში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის დიზაინის პრეზენტაცია გაიმართა. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, მირზა (პაპუნა) დავითაიამ და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ვაშაძემ  კონკურსში გამარჯვებული ესკიზი წარმოადგინეს და მის ავტორს მამუკა გონგაძეს ჯილდო – 5000 ლარი გადასცეს

10 დეკემბერი 2011
ID ბარათით თურქეთ–საქართველოს საზღვრის გადაკვეთა გახდა შესაძლებელია

id sazgvarze 2011 წლის 10 დეკემბრიდან თურქეთ–საქართველოს საზღვრის გადაკვეთა ID ბარათით გახდა შესაძლებელი.

 

მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ საერთაშორისოდ აღიარებული მონაცემებისა და სტანდარტების შესაბამისი ელექტრონული ID ბარათით გადაკვეთონ ერთობლივი საზღვარი. საუბარია ორენოვან დოკუმენტზე, რომელიც საქართველოში უკვე ფუნქციონირებს.

07 დეკემბერი 2011
საქართველოში ეკატერინე პოპულარული სახელია

საქართველოში ეკატერინე პოპულარული სახელია. დღეის მონაცემებით საქართველოში 36 755 ეკატერინე ცხოვრობს, მათ შორის 1663 ეკატერინა და 10 657 ეკა.

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს  ხსენებას აღნიშნავს.

არქივი
 
როგორ გინდა ქვეყანაში მოწყობა თუ არა გაქვს პირადობის მოწმობა!
 


 
მოგწონთ თუ არა იუსტიციის სახლებისა და სამოქალაქო რეესტრის მომსახურების სტანდარტები?
  • კი
    75.5%

  • არა
    24.5%


ხმების რაოდენობა: 2040