ეუთო–ს მისია საქართველოში დაფუძნდა 1992 წლის დეკემბერში და დახმარებას უწევს საქართველოს მთავრობას შემდეგ სფეროებში: კონფლიქტების მოგვარება, დემოკრატიზაცია, ადამიანის უფლებების დაცვა და სამართლებრივი ნორმები.
2005 წლის 17 ოქტომბრიდან 2007 წლის 17 ივლისამდე ეუთო–ს მისია საქართველოში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რესტრის სააგენტოსთან ერთად, USAID–ის, DFID –ის, Irish Aid –ის და ეუთო–ს სხვა წევრი სახელმწიფოების დახმარებით ახორციელებს სამოქალაქო რეესტრისა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის რეფორმის ხელშეწყობის პროექტის პირველ ფაზას.









