სამოქალაქო რეესტრი - საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი

 

statistics

 

ცხელი ხაზი:
0008

----------------------------------
press@cra.gov.ge

წერეთლის გამზ. #67ა

 
 
 

DFD

DFID - საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი

 

  გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი (DFID)

    საერთაშორისო განვითარების გაერთიანებული სამეფოს დეპარტამენტი (DFID) წარმოადგენს გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ნაწილს, რომელიც ხელმძღვანელობს ბრიტანეთის მიერ დახმარების გაწევას ღარიბი ქვეყნებისთვის. მისი მიზანია წვლილი შეიტანოს მილენიუმის განვითარების მიზნების მიღწევაში და დაძლეულ იქნეს მსოფლიო სიღარიბე.

    DFID ისწრაფვის ითანაშრომლოს იმ მთავრობებთან, რომლებიც საერთაშორისო მიზნებს ემსახურებიან და ცდილობს თანამშრომლობის დამყარებას ბიზნეს, სამოქალაქო და კვლევით საზოგადოებებთან, რათა ხელი შეუწყოს სიღარიბის დაძლევის მიმდინარე პროცესებს. გარდა მისი ინდივიდუალურ ქვეყნებთან, როგორც ორმხრივი დონორის მუშაობისა, მთლიანი DFID-ის დახმარების 43%-ის გადინება სხვადასხვა სააგენტოების მეშვეობით ხდება, მათ შორის მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების სააგენტოებისა და ევრო-კომისიის მეშვეობით. DFID-ის დახმარება ძირითადად კონცენტრირებულია აზიისა და ქვემო საჰარის აფრიკის უღარიბეს ქვეყნებზე.

    სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში DFID  ძირითადად მუშაობს საქართველო. DFID-ის მიმდინარე პორტფელი საქართველოსთვის შეადგენს 3,7 მილიონ გირვანქა სტერლინგს, რომელიც იხარჯება ქვემოდ ჩამოთვლილ ხუთ მთავარ სფეროში. DFID-ი გეგმავს დაასრულოს თავისი ორმხრივი პროგრამა საქართველოსთან 2008 წლის დეკემბერში. ეს გადაწყვეტილება ემყარება იმ ფაქტს, რომ საქართველო წარმატებით ხდება საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყანა (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა და მსოფლიოს ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის შეფასებებით), ხოლო DFID-ის პრინციპია დახარჯოს თავისი დახმარების 90% დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში და მხოლოდ 10% საშუალო შემოსავლების ქვეყნებში.

                             DFID-საქართველო გამოყოფს შესაბამის თანხებს ტექნიკური დახმარებისათვის და მხარს უჭერს პროექტებს შემდეგ სექტორებში:

ეფექტური მმართველობა

- სამოქალაქო რეესტრის რეფორმის მხარდაჭერა – ფაზა 1- ტექნიკური დახმარების გაწევა ფინანსთა სამინისტროსთვის- საზოგადოებრივი სექტორის ფინანსური მართვის რეფორმისმხარდაჭერის პროექტი- სამოქალაქო საზოგადოების სახელმწიფო პოლიტიკის რეფორმა- გაერთიანებული სამეფოს მრავალმხრივი ინიციატივა ვალის გადახდისგან განთავისუფლების შესახებ - საქართველოს მთავრობის დახმარება დამოუკიდებელი კრედიტუნარიანობის მოპოვებაში;

ჯანმრთელობა და კეთილდღეობა

- უპირველესი ზრუნვა ჯანმრთელობაზე პროექტი II

მდგრადი არსებობის სახსრები/ რეგიონის განვითარება

- სამცხე-ჯავახეთის რეგიონის განვითარება

ევრო-კავშირში ინტეგრაცია

- ხანგრძლივი ვადით მრჩეველი ENP (ევროპის სამეზობლო პოლიტიკა) საკითხების განხორციელებაში სახელმწიფო მინისტრის ოფისში ევრო-კავშირსა და “ნატოში” გაერთიანებისათვის.- სამოქალაქო სექტორის მონაწილეობისთვის ხელშეწყობა დიალოგში ევროკავშირში გაერთიანების საკითხზე.

კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა, რომელიც ფინანსდება გლობალური კონფლიქტის პრევენციის ფონდი (GCPP)

DFID ასევე იყენებს თავის სტრატეგიული ზემოქმედების ფონდს მცირე სტრატეგიული ინციატივებისთვის, რათა ხელი შეუწყოს მიმდინარე რეფორმებსა და განვითარებას საქართველოში.

DFID დახმარება სამოქალაქო რეესტრის რეფორმისათვის

DFID–ს ეფექტური მმართველობის ინიციატივების ფარგლებში, პროექტი ხელს უწყობს მთავრობის სამოქალაქო რეესტრის რეფორმის პირველ ფაზას და სამართლებრივი სტრუქტურის, საზოგადოებრივი ინფორმირებულობის გაზრდის და ადეკვატური ინფორმაციული ტექნოლოგიების სტრატეგიისა და სისტემის განვითარების მეშვეობით, ქმნის საფუძველს სამოქალაქო რეესტრის სისტემის ეფექტური ფუნქციონირებისთვის.


 
კომფორტისკენ ტრანსპორტი არის თქვენი პასპორტი!