ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო
სამოქალაქო რეესტრის რეფორმა
2005 წლის სექტემბრიდან საქართველოს მთავრობას USAID-ი უწევს დახმარებას სამოქალაქო რეესტრის რეფორმის გატარებაში, უყრის რა საფუძველს სამოქალაქო რეესტრის სისტემის ეფექტურ ფუნქციონირებას. მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, USAID-ის დაფინანსებით სამოქალაქო რეესტრის მრავალი ოფისი გარემონტდა, ვითარდება სამოქალქო რეესტრის ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემა, მინდინარეობს მუშაობა სამოქალაქო რეესტრის სამართლებრივი ბაზის სრულყოფისათვის და ასევე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისაკენ.
ზოგადი ინფორმაცია USAID შესახებ
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ფედერალური სააგენტოა, რომელიც პასუხისმგებელია აშშ-ს მიერ განვითარებადი ქვეყნებისთვის გაწეულ ეკონომიკურ დახმარებაზე მსოფლიოს მასშტაბით. სააგენტო დახმარებას უწევს მრავალ ქვეყანას სიღარიბის დაძლევაში, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გატარებასა და სტიქიური უბედურებების შედეგების აღმოფხვრაში. USAID-ის სათაო ოფისი მდებარეობს ვოშინგტონში და გააჩნია წარმომადგენლობები მთელს მსოფლიოში.
USAID ხელს უწყობს განვითარებად ქვეყნებში დემოკრატიის მშენებლობასა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებას, რაც თავისმხრივ განაპირობებს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.
USAID-ის სამუშაოები წარიმართება ვოშინგტონში მდებარე სათაო ოფისისა და მსოფლიოს ოთხ რეგიონში არსებული ოფისებიდან. ოფისები, ანუ მისიები, ფუნქციონირებს: აფრიკაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში, ლათინურ ამერიკასა და კარიბის კუნძულებზე, ევროპასა და ევრაზიაში. USAID-ის პარტნიორები არიან კერძო და ადგილობრივი ორგანიზაციები, საერთაშორისო სააგენტოები, უნივერსიტეტები, ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლები, აშშ სამთავრობო სააგენტოები და სხვა ქვეყნის მთავრობები. 1992 წლიდან USAID-მ საქართველოს ჰუმანიტარული დახმარებისა და განვითარების პროგრამებისათვის 774 მილიონი დოლარი გამოჰყო. USAID-ი მიზანია საქართველოში დემოკრატიის მშენებლობისა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობა, აგრეთვე ეკონომიკისა და ჯანდაცვის მომსახურებების განვითარება. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში USAID-ის პროგრამები მიზნად ისახავს ახალი მიდგომებისა და ღირებულებების დამკვიდრებას, რითიც დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს უფრო მეტად პასუხისმგებელნი და ანგარიშვალდებულნი იყვნენ თავიანთი ქვეყნის წინაშე. 2005 წლის 55 მილიონ დოლარიანი ბიუჯეტი კიდევ უფრო მეტად დაეხმარება საქართველოს ამ გარდამავალ პერიოდში. USAID-ის გრძელვადიანი მიზნები ქვეყნაში კონცენტრირებული იქნება ეკონომიკის ზრდაზე, ენერგო სექტორის რეფორმირებაზე, დემოკრატიასა და მმართველობაზე და სოციალური და ჯანდაცვის მომსახურებების განვითარებაზე.









