პროექტის მიზანი და ამოცანები
'საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რეფორმის მხარდაჭერის პროექტის' მიზანია საქართველოში სამართლებრივი და ადმინისტრაციული რეფორმების მხარდაჭერა იუსტიციის სამინისტროს შიდა ადმინისტრირებისა და მართვის კომპლექსური რეფორმის განხორციელების ხელშეწყობით.
1) იუსტიციის სამინისტროში პოლიტიკისა და სტრატეგიის შემმუშავებელი სტრუქტურული ერთეულების გაძლიერება და პოლიტიკის შემუშავების პროცესის განვითარება;
2) იუსტიციის სამინისტროს ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარება ადამიანური რესურსებისა და ბიუჯეტის მართვის თვალსაზრისით;
3) სამოქალაქო რეესტრის შემდგომი განვითარების მხარდაჭერა, ეფექტური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულების პრინციპებზე დამყარებული მართვის შემოღების უზრუნველყოფით.
პროექტის ჯგუფი თავისი საქმიანობის განხორციელებისას დაეყრდნობა იუსტიციის სამინისტროს შეფასებას, რომელიც განხორციელდა 2004/2005 წლებში ევროკავშირის დაფინანსებით (პროექტი `სწრაფი რეაგირების მექანიზმი საქართველოსათვის, 2004 წ.)
პროექტის ხანგრძლივობაა 18 თვე (აგვისტო, 2006 წ. – თებერვალი, 2008 წ.)
პროექტი მხარს დაუჭერს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში ეფექტური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულების პრინციპებზე დამყარებული მართვის შემოღებას.
აღნიშნული ამოცანის მისაღწევად ძირითადი საქმიანობების განხორციელება მოხდება იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთან (სრს) და სხვა შესაბამის პარტნიორებთან ერთად, რომელთა განსაზღვრა პროექტის საწყის ეტაპზე მოხდება.
სახელდობრ, პროექტი:
- შეაფასებს არსებულ სისტემას სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზის შექმნის მიზნით; განავითარებს სრს-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების შესაძლებლობებს
- მხარს დაუჭერს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანამშრომელთა შესაძლებლობების განვითარებას პოლიტიკის შემუშავებასა და განხრორციელებაში სტრუქტურული და სამართლებრივ რეფორმის ფარგლებში
- შეიმუშავებს პირადობისა და მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობას ევროკავშირის პირადობის შესახებ დირექტივის შესაბამისად. მონაცემთა დაცვის შესახებ ზოგადი კანონის გარდა სამოქალაქო რეესტრის განხრით შემოღებულ უნდა იქნეს ცალკე კანონი პერსონალური მონაცემების ჩანაწერების დაცვის შესახებ;
- შეიმუშავებს რეკომენდაციებს დამოუკიდებელი მონაცემთა დაცვის საბჭოს ჩამოყალიბების თაობაზე, მოხდება აღნიშნულის მთავრობისათვის შეთავაზება და წარდგენა პარლამენტისა და საზოგადოებისათვის;
- წარმართავს საინფორმაციო კამპანიას მოსახლეობის ნდობის მოსაპოვებლად და რეგისტრაციის მნიშვნელობის წარმოსაჩენად. ასევე, სახელმწიფო დაწესებულებებმა უნდა გააცნობიერონ ის ფაქტი, რომ საქართველოში უნდა არსებობდეს პირადი მონაცემების შესახებ მხოლოდ ერთი, აუთენტური მონაცემთა ბაზა, რომელიც გამოყენებული იქნება საჯარო სექტორის მიერ მომსახურებების მისაწოდებლად;
- სრს-თვის აუდიტის სისტემის შემუშავება, რათა განხორციელდეს კონტროლი სრულდება თუ არა საქმიანობის წარმართვის და სისტემის მართვის მარეგულირებელი წესები და პროცედურები სათანადოდ სრულდება. შედეგად, უზრუნველყოფილ იქნება სამოქალაქო რეესტრის სისტემის თანმიმდევრულობა. სახელმძღვანლოდ გამოყენებულ იქნება ევროპის ქვეყნებში არსებული სათანადო აუდიტის სისტემები.
ამასთან, ტრეინინგები ჩაუტარდებათ:
- მთავარ მენეჯერებს მენეჯმენტის საკითხებში;
- ტრეინერებს; სპეციალური ტრენერთა ტრეინინგის პროგრამის განხორციელება. იუსტიციის სასწავლო ცენტრში ლექციების მოწყობა სამოქალაქო რეესტრის საკითხებში, ფინანსურ აუდიტში, მენეჯმენტში, სამართალშემოქმედებაში, კადრების მართვაში, და სხვ.
- გენერალური ინსპექციის შიდა აუდიტის ჯგუფის წევრებს
- ყველა მენეჯერსა და საკადრო საკითხთა დეპარტამენტის თანამშრომელს საქმიანობის შედეგების შეფასებაში
- იუსტიცის სამინისტროს თანამშრომლებს (მათ შორის სამოქალქო რეესტრის-ს თანამშრომლებს) საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში კომპიუტერული ტექნიკის მიღებისთანავე.










