ახალი თაობის პასპორტი
- ბიომეტრული პასპორტი არის დოკუმენტი, რომელსაც აქვს ელექტრონულ მატარებელი. მასზე დატანილია მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ფოტოსურათი და თითის ანაბეჭდები.
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრში მსოფლიოში უმაღლესი სტანდარტების მქონე პასპორტის მიღებისთვის საჭირო პროცედურები მნიშვნელოვნად გამარტივებულია.
რატომ სჭირდება მოქალაქეს ბიომეტრული პასპორტი?
– ბიომეტრული პასპორტების სისტემაზე გადასვლით, მნიშვნელოვნად გაიზრდა საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტების სანდოობის ხარისხი.
საქართველოში ბიომეტრული პასპორტების შემოღება საშუალებას მოგვცემს ევროკავშირთან გამარტივდეს სავიზო რეჟიმი.
რა ვადით გაიცემა და რა ღირს ბიომეტრული პასპორტი?
– ბიომეტრული პასპორტები 10 წლის ვადით გაიცემა, დოკუმენტი განცხადების წარდგენიდან მეათე სამუშაო დღეს იბეჭდება და მისი ღირებულება 100 ლარია.
შესაძლებელია პასპორტის დაჩქარებულ ვადებში მიღება?
– პასპორტის მიღების მსურველებს სამოქალაქო რეესტრი დაჩქარებულ მომსახურებას სთავაზობს. ბიომეტრიული პასპორტის აღება განცხადების შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს 120 ლარი ღირს, მე-3 სამუშაო დღეს – 150 ლარი, განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში 190 ლარი, ხოლო იმავე დღეს – 205 ლარი.








