» მომსახურება
შვილად აყვანის რეგისტრაცია
შვილად აყვანის რეგისტრაციისთვის აუცილებელი საბუთები:
მშვილებლის წერილობითი განცხადება;
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შვილად აყვანის თაობაზე;
შვილად აყვანილის დაბადების მოწმობა;
მშვილებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი).
მოწმობა გაიცემა უფასოდ, განცხადების შეტანისა და რეგისტრაციისთვის კანონით გათვალისწინებული საბუთების წარდგენის დღესვე. განცხადება შვილად აყვანის რეგისტრაციის შესახებ შეიძლება შეტანილ იქნეს მშვილებლის ან შვილად ასაყვანის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ან ბავშვის შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების ადგილის მიხედვით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში.








