გარდაცვალების რეგისტრაცია
გარდაცვალების რეგისტრაციისთვის აუცილებელი საბუთები:
განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);
გარდაცვლილის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);
გარდაცვალების ფაქტის დამადასტურებელი ერთ-ერთი შემდეგი საბუთი:
ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების მიერ გაცემული საბუთი გარდაცვალების შესახებ;
სასამართლოს დადგენილება გარდაცვალების ფაქტის დადგენის შესახებ;
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილება გარდაცვალების ფაქტის დადგენის შესახებ;
სასჯელის აღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის უწყება სასჯელის მომხდელი პირის გარდაცვალების შესახებ;
არასასამართლო (შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის სამინისტროები) და სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებით რეპრესირებულ პირთა გარდაცვალების შესახებ ცნობა;
ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურის მიერ შედგენილი ოქმი;
სტიქიური უბედურების ან კატასტროფის შედეგად დაღუპულ პირთა გარდაცვალების რეგისტრაცია შეიძლება შესრულდეს საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე;
საომარ მოქმედებებთან დაკავშირებულ შემთხვევებში სამხედრო მოსამსახურეთა გარდაცვალების რეგისტრაცია ხორციელდება იმ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებების მიხედვით, სადაც ისინი აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ, იმ სამხედრო ნაწილების სარდლობის უწყებების მიხედვით, სადაც სამხედრო მოსამსახურე ასრულებდა სამსახურს.
მოწმობა გაიცემა უფასოდ, განცხადების შეტანისა და რეგისტრაციისთვის კანონით გათვალისწინებული საბუთების წარდგენის დღესვე. განცხადება გარდაცვალების რეგისტრაციის შესახებ შეიძლება შეტანილ იქნეს გარდაცვლილის უკანასკნელი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ანდა გარდაცვალების რეგისტრაციისთვის საბუთის გამცემი დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში.








