- სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობების გაცემის წესი
- სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობის გაცემისათვის წარსადგენი საბუთები
- სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორების და მათში ცვლილებების შეტანისთვის წარსადგენი საბუთები
- საქმეებზე, რომლებსაც ახორციელებენ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან
- ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის გასაცემად წარსადგენი საბუთები
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობების გაცემის წესი
განმეორებითი მოწმობები გაიცემა პირებზე, რომელთა სახელზედაც შედგენილია სამოქალაქო აქტების ჩანაწერები;
გარდაცვალების განმეორებითი მოწმობა გაიცემა გარდაცვლილთა ნათესავებზე და სხვა დაინტერესებულ პირებზე;
გარდაცვლილის სახელზე შედგენილი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობები შეიძლება გაიცეს გარდაცვლილის კანონით თუ ანდერძით მემკვიდრეებზე;
არასრულწლოვანი პირის დაბადების განმეორებითი მოწმობა, აგრეთვე გაიცემა მშობლებზე, მეურვეებზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელზე; სრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების განმეორებითი მოწმობა გაიცემა მხოლოდ მშობლებზე, ხოლო სხვა პირზე, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე;
ქმედუუნარო პირთა მიმართ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობები გაიცემა მათ მეურვეებზე;
განმეორებითი მოწმობები შეიძლება გაიცეს სხვა პირებზეც, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.
სამხედრო მოსამსახურეთა განმეორებითი მოწმობები გადაეგზავნება შესაბამისი სამხედრო ნაწილის მეთაურს. თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფ პირთა განმეორებითი მოწმობები გადაეგზავნება შესაბამისი დაწესებულების უფროსს.
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობის გაცემისათვის წარსადგენი საბუთები:
მოქალაქის წერილობითი განცხადება;
განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);
მომსახურების საფასურის დამადასტურებელი ქვითარი - 2 ლარი.
მოწმობა გაიცემა განცხადების შეტანისა და რეგისტრაციისთვის კანონით გათვალისწინებული საბუთების წარდგენიდან მე-5 სამუშაო დღეს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში;
მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის დამადასტურებელი ქვითარი - 2 ლარი, ხოლო დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი - 5 ლარი;
24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის მომსახურების საფასურის დამადასტურებელი ქვითარი - 2 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი - 15 ლარი;
იმავე დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის დამადასტურებელი ქვითარი - 2 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი - 25 ლარი.
სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორების და მათში ცვლილებების შეტანისთვის წარსადგენი საბუთები:
მოქალაქის წერილობითი განცხადება;
განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);
სამოქალაქო აქტების მოწმობები, რომლებიც გამოსაცვლელია შესწორებასა და მონაცემების შეცვლასთან დაკავშირებით;
სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებისა და ცვლილების შეტანის აუცილებლობის დამადასტურებელი საბუთი;
სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი:
ა) მე-15 დღეს მომსახურების საფასურის დამადასტურებელი ქვითარი - 10 ლარი,
ბ) ხუთი დღის დავაში მომსახურების საფასურის დამადასტურებელი ქვითარი 10 ლარი, ხოლო დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი - 50 ლარი.
მოწმობა გაიცემა განცხადების შეტანისა და რეგისტრაციისთვის კანონით გათვალისწინებული საბუთების წარდგენიდან მე-15 დღეს, ან დაჩქარების შემთხვევაში მე-5 სამუშაო დღეს. განცხადება სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორების და მათში ცვლილებების შეტანისთვის შეიძლება შეტანილ იქნეს განმცხადებლის რეგისტრაციის ადგილის ან შესასწორებელი ან შესაცვლელი ჩანაწერის არსებობის ადგილის მიხედვით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში.
საქმეებზე, რომლებსაც ახორციელებენ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისას მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
პირები - სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისას დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით (თუ შეცდომა დაშვებულია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების მიერ);
პირები - სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ცნობის გაცემისათვის, რომელიც აუცილებელია სოციალური უზრუნველყოფის ორგანოებში წარსადგენად, პენსიისა და დახმარების დანიშვნის ან გადაანგარიშების საკითხთან დაკავშირებით;
კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით გადაადგილებულად - დევნილად ცნობილი პირები.
ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის გასაცემად წარსადგენი საბუთები:
საქართველოს მოქალაქის განცხადება (წარმოდგენილი სათანადო ფორმით - ოჯახური მდგომარეობის აღწერით: იმყოფებოდა თუ არა მანამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში, ჰყავს თუ არა შვილი (შვილები) არარეგისტრირებული ქორწინებიდან;
საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა ან პასპორტი);
წინა ქორწინების მოშლის დამადასტურებელი დოკუმენტი (განქორწინების მოწმობა ან მეუღლეთა ქორწინების მოწმობა და გარდაცვლილი მეუღლის გარდაცვალების მოწმობა), იმ შემთხვევაში, თუ იგი მანამდე იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში;
შვილის (შვილების) დაბადების მოწმობა ან მამობის დადგენის მოწმობა, თუ განმცხადებელს ჰყავს შვილი (შვილები) არარეგისტრირებული ქორწინებიდან;
«სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, მომსახურების საფასურის დამადასტურებელი ქვითარი - 30 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს შესაბამის ანგარიშზე.
ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ გაიცემა განცხადების შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს. შესაძლებელია აღნიშნული ცნობის გაცემა განცხადების შეტანიდან 24 საათში.
«სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონისა და «სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის თაობაზე
ცნობის 24 საათში გაცემისათვის მომსახურების საფასურის დამადასტურებელი ქვითარი - 30 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი - 20 ლარი;
იმავე დღეს ცნობის გაცემისთვის მომსახურების საფასურის დამადასტურებელი ქვითარი - 30 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი - 40 ლარი.
ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ გაიცემა სამოქალაქო რეესტრის სააგნეტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში, მიუხედავად მოქალაქის რეგისტრაციის ადგილისა;
დამატებითი ინფორმაცია: იმ შემთხვევაში თუ, ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის თაობაზე განცხადების შემოსატანად, საქართველოს მოქალაქე თავად ვერ გამოცხადდება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, განცხადების შემოტანის უფლება აქვს ამ მოქალაქის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს. აღნიშნულმა პირმა უნდა წარმოადგინოს თავისი პირადობისა და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.








