» ჩვენს შესახებ
ისტორია
2005 წლის 28 დეკემბერს მიღებული იქნა კანონი ”სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების თაობაზე, რომლითაც განისაზღვრა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ძირითადი უფლებამოსილებები და ფუნქციები, მისი ურთიერთობა სამინისტროსთან და სხვა ორგანიზაციულ-სტრუქტურული საკითხები.
ამავე კანონით იუსტიციის სამინიტროს დაევალა 2006 წლის 10 თებერვლამდე უზრუნველეყო სააგენტოს დებულების დამტკიცება. აღნიშნული კანონი ძალაში შევიდა 2006 წლის 30 იანვარს. ამავე დღეს დამტკიცდა და ძალაში შევიდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულება. სააგენტომ დაიწყო ფუნქციონირება როგორც დამოუკიდებელმა ორგანომ, ცალკე საჯარო დაწესებულებამ.









