სამოქალაქო რეესტრი - ფუნქციები

სააგენტოს ფუნქციები


სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ფუნქციებია:

ა) დაბადების, ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, სახელის, მამის სახელის, გვარის, მოქალაქეობის შეცვლისა და გარდაცვალების ფაქტების რეგისტრაცია;

ბ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორება, შეცვლა, აღდგენა და გაუქმება;

გ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის თაობაზე განმეორებითი მოწმობებისა და ცნობების გაცემა;

დ) სამოქალაქო აქტების შესახებ საარქივო ფონდის შექმნა, აღრიცხვა და შენახვა;

ე) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა, შესაბამისი პირადობისა და ბინადრობის მოწმობების გაცემა;

ვ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემა და შეცვლა;

ზ) საინფორმაციო ბარათის გაცემა;

თ) საქართველოს მოქალაქეებზე მათ საზღვარგარეთ დაქორწინების მიზნით ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობის გაცემა;

ი) უცხოელისა და საქართველოს მოქალაქის, უცხოელების ქორწინების რეგისტრაციაზე ნებართვის გაცემა;

კ) სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის შესახებ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ წარმოდგენილი მოქალაქის განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვა და დამტკიცება;

ლ) გვარის შესწორების (აღდგენის) შესახებ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ წარმოდგენილი მოქალაქის განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვა და დამტკიცება;

მ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა; ცალკეული სახის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა;

ნ) სამოქალაქო რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა:

ნ.ა) მოქალაქეობის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, მიგრაციის საინფორმაციო ბანკის ფორმირების უზრუნველყოფა;

ნ.ბ) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურების, საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტის) გაცემასთან დაკავშირებული საინფორმაციო ბანკის ფორმირების უზრუნველყოფა;

ნ.გ) საქართველოში დროებით მყოფ უცხოელთა რეგისტრაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო ბანკის ფორმირების უზრუნველყოფა;

ო) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გაწეული საქმიანობის შედეგების პერიოდული შეჯამება, შეფასება და ანალიზი;

პ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ბლანკებით (მკაცრი აღრიცხვის საბუთებით) უზრუნველყოფა, მათ შენახვასა და გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება;

ჟ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების საქმიანობის სრულყოფის მიზნით პერსპექტიული და მიმდინარე გეგმების შემუშავება და განხორციელება;

რ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებების პერიოდულად მომზადება და თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონტროლი ამ სფეროებში მოქმედი კანონმდებლობის შესრულებაზე;

ს) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების საქმიანობის მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და კონტროლი;

ტ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.


 
როგორ გინდა ქვეყანაში მოწყობა თუ არა გაქვს პირადობის მოწმობა!