სამოქალაქო რეესტრი - პირადობის მოწმობა

 

საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს. საქართველოში მცხოვრებ პირთა პირადობის მოწმობის გაცემას და შეცვლას ახორციელებენ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენიდან 10 დღის ვადაში, ხოლო სხვა სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემას და შეცვლას ახორციელებს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება - 1 თვის ვადაში.

საქართველოს მოქალაქის მოქალაქის პირადობის მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე აფხაზურ ენაზე. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა 20 წლამდე პირებზე გაიცემა 3 წლის ვადით, 20-დან 65 წლამდე პირებზე - 10 წლის ვადით, ხოლო 65 წლის ზევით - უვადოდ..

14 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს მოქალაქე ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რა უგვიანეს 6 თვისა, ხოლო თუ მას გააჩნია რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი - ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და მიიღოს პირადობის მოწმობა. საცხოვრებელი ადგილის 6 თვეზე მეტი ვადით შეცვლისას პირი ვალდებულია ათ დღეში აცნობოს ამის შესახებ ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ტერიტორიულ ორგანოს და გაიაროს რეგისტრაცია.

საქართველოს მოქალაქე, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, ვალდებულია ჩააბაროს პირადობის მოწმობა შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს.


პირადობის მოწმობის პირველად ასაღებად წარმოადგინეთ:

  • განცხადება-ანკეტა (მიიღებთ ტერიტორიულ სამასახურებში);
  • დაბადების მოწმობა (დედანი და ასლი);
  • ბინის მესაკუთრის თანხმობის შევსებული ფორმა; (16 წლამდე ასაკის პირები, აგრეთვე მეურვეობის და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირები თუ რეგისტრაციას გაივლიან მშობლებთან, მეურვესთან, მზრუნველთან ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთან ერთად, ასეთ შემთხვევაში მათი რეგისტრაციისათვის საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა საჭირო არ არის. 16 წლამდე ასაკის პირის სხვა მისამართზე რეგისტრაცია დასაშვებია მხოლოდ ზემოხსენებულ პირთაგან ერთ-ერთის წერილობითი თანხმობით).
  • ორი ფერადი ფოტოსურათი (ფოტოსურათს გადაიღებთ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში);

შენიშვნა:

  • თუ პირი პირველად იღებს პირადობის (ბინადრობის) მოწმობას და არ გააჩნია მანამდე გაცემული სხვა ფოტოსურათიანი საბუთი ან პირის განცხადება-ანკეტაზე არსებული სურათის იდენტურობა, ხანდაზმულობის ან სხვა მიზეზის გამო ვერ დგინდება წარდგენილ ფოტოსურათთან, პირადობის (ბინადრობის) მოწმობაში ჩასაკრავად განკუთვნილ ფოტოსურათზე გამოსახული პირის იდენტურობა, პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ, წერილობით უნდა დაადასტუროს სრულწლოვანმა პირმა. პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ ამგვარი დადასტურება შეიძლება განახორციელოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მიღების მსურველი პირის მშობელმა, შვილმა, მეუღლემ, ბებიამ, პაპამ, დამ, ძმამ, მეურვემ, მზრუნველმა, ბიძამ (დედის და მამის ძმა), მამიდამ (მამის და), დეიდამ (დედის და), საბავშვო დაწესებულების ხელმძღვანელმა, ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელმა, შესაბამისი ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელმა, რწმუნებულმა ან უბნის ინსპექტორმა, საბავშვო დაწესებულების ხელმძღვანელმა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელმა, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სამხედრო ნაწილის მეთაურმა, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის თანამშრომელმა. რწმუნებული და უბნის ინსპექტორი დადასტურებას ამოწმებენ შესაბამისი ბეჭდით. 

  • თუ წარდგენილი დოკუმენტები არ ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას პირი აგრეთვე წარადგენს საქართველოს მოქალაქეობის დამამდასტურებელ საბუთს ან საქართველოს ტერიტორიაზე კანონით დადგენილი ვადის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელ საბუთს.
  • პირს, რომელსაც არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციას გაივლის იმ დასახლებული პუნქტის მიხედვით, სადაც იმყოფება. იგი ვალდებულია 6 თვეში ერთხელ გამოცხადდეს იმ ტერიტორიულ სამსახურში, სადაც არის რეგისტრირებული.

ვადაგასული პირადობის მოწმობის შესაცვლელად წარმოადგინეთ:

  • განცხადება-ანკეტა (მიიღებთ ტერიტორიულ სამასახურებში);
  • შესაცვლელი პირადობის მოწმობა;
  • ორი ფერადი ფოტოსურათი (ფოტოსურათს გადაიღებთ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში);

შენიშვნა:

 


საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტის შესაცვლელად წარმოადგინეთ:

  • განცხადება-ანკეტა (მიიღებთ ტერიტორიულ სამასახურებში); 
  • სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტი;
  • ორი ფერადი ფოტოსურათი (ფოტოსურათს გადაიღებთ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში);
  • თუ წარდგენილი დოკუმენტები არ ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას პირი აგრეთვე წარადგენს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელ საბუთს ან საქართველოს ტერიტორიაზე კანონით დადგენილი ვადის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელ საბუთს.

შენიშვნა:

 

მოქალაქე ვალდებულია შეცვალოს პირადობის მოწმობა:

  • საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას;
  • მოწმობის მოქმედების ვადის გასვლისას;
  • სახელის ან გვარის შეცვლისას;
  • ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას;
  • ხმარებისათვის უვარგისობისას;
  • დაკარგვისას.

შენიშვნა:

1. თუ თქვენ იცვლით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგინეთ:

  • საცხოვრისის მესაკუთრემ - საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის დედანი ასლთან ერთად;
  • სხვა პირებმა - საცხოვრისის მესაკუთრის მიერ შევსებული თანხმობის წერილის დადგენილი ფორმა.

2. თუ თქვენ იცვლით სახელს ან გვარს, დამატებით წარმოადგინეთ, ამ გარემოების დამადასტურებელი ოფიციალური საბუთი;

3. ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას დამატებით წარმოადგინეთ ჩანაწერში არსებული უზუსტობის დამადასტურებელი საბუთი;

 

დაკარგული პირადობის მოწმობის ნაცვლად ახალი მოწმობის ასაღებად წარმოადგინეთ:

  • განცხადება-ანკეტა (მიიღებთ ტერიტორიულ სამასახურებში);
  • დაბადების მოწმობა ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი (დედანი და ასლი);
  • 2 ფერადი ფოტო-სურათი (ფოტოსურათს გადაიღებთ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში);
  • ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ნებისმიერი ბანკიდან. ჯარიმა შეადგენს 3 ლარს

შენიშვნა:

თუ დაკარგული პირადობის მოწმობა აღებული იყო სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სხვა ტერიტორიულ სამსახურში, წარადგინეთ 3 სურათი, ხოლო რეგისტრაციისთვის - საცხოვრისის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ან საცხოვრისი მესაკუთრის თანხმობის დადგენილი ფორმა.


პირადობის მოწმობის გაცემის ვადები და მომსახურების საფასურები:

·1. განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს პირადობის მოწმობა გაიცემა უფასოდ.

•2. განაცხადის შეტანიდან პირადობის მოწმობის მე-5 სამუშაო დღეს გასაცემად მომსახურების საფასური შეადგენს - 5 ლარს;

•3. განაცხადის შეტანიდან პირადობის მოწმობის მე-3 სამუშაო დღეს გასაცემად მომსახურების საფასური შეადგენს - 10 ლარს;

•4. განაცხადის შეტანიდან პირადობის მოწმობის 24 საათის გასვლისთანავე გასაცემად მომსახურების საფასური შეადგენს - 25 ლარს;

•5. განაცხადის შეტანიდან პირადობის მოწმობის იმავე დღეს გასაცემად მომსახურების საფასური შეადგენს - 50 ლარს.

შენიშვნა:

მომსახურების საფასურის გადახდა ხდება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში განთავსებულ სწრაფის გადახდის პუნქტებში.

 

1. თუ თქვენ იცვლით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგინეთ:

  • საცხოვრისის მესაკუთრემ - საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის დედანი ასლთან ერთად;
  • სხვა პირებმა - საცხოვრისის მესაკუთრის მიერ შევსებული თანხმობის წერილის დადგენილი ფორმა.

2. ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას დამატებით წარმოადგინეთ ჩანაწერში არსებული უზუსტობის დამადასტურებელი საბუთი;

 

1. თუ თქვენ იცვლით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგინეთ:

  • საცხოვრისის მესაკუთრემ - საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ასლთან ერთად;
  • სხვა პირებმა - საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა (მესაკუთრის თანხმობის შევსებული ფორმა).

2. ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას დამატებით წარმოადგინეთ ჩანაწერში არსებული უზუსტობის დამადასტურებელი საბუთი;

 

საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა


 
 
ყოფნა მარტო მოგწყინდება გააფორმე ქორწინება!