სამოქალაქო რეესტრი - პასპორტი

სავიზო ინფორმაცია (საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი)
ბიომეტრიული პასპორტი

საქართველოს მოქალაქის პასპორტი

საქართველოს მოქალაქის პასპორტი არის საქართველოს მოქალაქის პირადობის და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. პასპორტი საქართველოს კუთვნილებაა და გაიცემა ნებისმიერი ასაკის საქართველოს მოქალაქეებზე მათი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით. პასპორტის შენახვისა და დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მის კანონიერ მფლობელს. პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს სრულწლოვან და ქმედითუნარიან საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე არასრულწლოვანის წარმომადგენელს. ერთი და იგივე პირი შეიძლება ერთდროულად ფლობდეს რამდენიმე მოქმედ პასპორტს. იმ შემთხვევაში, თუ პირზე გაცემულია პასპორტი, იმავდროულად ახალი პასპორტი გაიცემა მისი წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე. საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 10 წლით მისი გაცემის დღიდან, ხოლო არასრულწლოვან პირზე გაცემული პასპორტის მოქმედების ვადაა 3 წელი.

საქართველოს მოქალაქის პასპორტის მისაღებად (შესაცვლელად) საქართველოს ტერიტორიაზე პირი პირადად ან სხვა პირის მეშვეობით მიმართავს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ საქართველოს მოქალაქეებზე პასპორტის გაფორმებას, გაცემასა (შეცვლას) და ვადის გაგრძელებას ახორციელებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტრიტორიული სამსახური, საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახური პასპორტს გასცემს დაინტერესებული პირის მიერ კანონით დადგენილი ყველა დოკუმენტის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო,საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა  ან საკონსულო დაწესებულება - 1 თვის ვადაში. პასპორტის მიღებისას პირადად გამოცხადება სავალდებულოა მხოლოდ პასპორტზე ხელისმოწერისას.

პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, ვალდებულია, ჩააბაროს პასპორტი შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას საზღვარგარეთ.

პასპორტი რომელშიც თვითნებურად არის შეტანილი შესწორებები ან შეიმჩნევა გაყალბება, დაშლა და სხვა, უნდა ჩამოერთვას მფლობელს.

პირები, რომლებიც თვითნებურად შეიტანენ შესწორებებს, გააყალბებენ პასპორტს ან სხვაგავარად დაარღვევენ კანონმდებლობით დადგენილ წესებს, პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

საქართველოს მოქალაქის ბიომეტრული პასპორტის ასაღებად ან შესაცვლელად წარმოადგინეთ:

  • განცხადება-ანკეტა (მიიღებთ ტერიტორიულ სამსახურებში) 
  • პირადობის მოწმობა (დედანი);
  • ერთი ფერადი ბიო-სურათი (ფოტოსურათს გადაიღებთ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში);
  • პასპორტზე მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი  - 100 ლარი (იხილეთ შეღავათები).
  • პასპორტის შეცვლის შემთხვევაში - ძველი პასპორტი.

16-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მისაღებად წარმოადგინეთ:

  • განცხადება-ანკეტა (მიიღებთ ტერიტორიულ სამსახურებში) 
  • დაბადების მოწმობა (დედანი);
  • პირადობის მოწმობა (დედანი);
  • ერთ-ერთი მშობლის  თანხმობა პასპორტის აღების შესახებ (თანხმობის ფორმა ივსება ტერიტორიულ სამსახურში)(16-დან 18-წლამდე არასრულწლოვანს, თუ იგი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, პასპორტის მისაღებად არ ესაჭიროება კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა);
  • ერთი ფერადი ბიო-სურათი (ფოტოსურათს გადაიღებთ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში);
  •  პასპორტზე მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი  

16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მისაღებად წარმოადგინეთ:

  • განცხადება-ანკეტა (მიიღებთ ტერიტორიულ სამსახურებში) 
  • დაბადების მოწმობა (დედანი)
  • პირადობის (ბინადრობის) მოწმობა (დედანი და ასლი), თუ პირს პასპორტის გაცემამდე შეუსრულდა 14 წლის ასაკი
  • ორივე მშობლის თანხმობა პასპორტის აღების შესახებ (თანხმობის ფორმა ივსება ტერიტორიულ სამსახურში);
  • ორივე მშობლის პირადობის მოწმობა (დედანი);
  • მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი  - 50 ლარი.
  • ერთი ფერადი ბიო-სურათი (ფოტოსურათს გადაიღებთ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში);

 

საქართველოს მოქალაქის პასპორტი ექვემდებარება შეცვლას:

  •  სახელის და გვარის გამოცვლისას;
  •  ჩანაწერებში უზუსტობების დადგენისას;
  •  ვიზებისა და მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის განსაზღვრული ფურცლების გახარჯვისას;
  •  ხმარებისათვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება)

შენიშვნა:

  • სახელის, გვარის გამოცვლისას, აგრეთვე ჩანაწერებში უზუსტობის დადგენისას პასპორტის შეცვლის დროს შუამდგომლობას დამატებით დაერთვის ამ გარემოებათა დამადასტურებელი საბუთები (სახელის და გვარის გამოცვლის მოწმობა,დაბადების, ქორწინების მოწმობა და ა. შ.);
  • ახალი პასპორტის გაცემის დღიდან დაკარგული პასპორტი ძალადაკარგულად ითვლება;

 საქართველოს მოქალაქის პასპორტი;
მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტი;
ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი


საქართველოს მოქალაქის პასპორტის (მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის,  ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის) ასაღებად ან შესაცვლელად წარმოადგინეთ:

• განცხადება-ანკეტა (მიიღებთ ტერიტორიულ სამსახურებში) 
• პირადობის (ბინადრობის) მოწმობა;
• ერთი ფერადი ბიომეტრიული -სურათი (ფოტოსურათს გადაიღებთ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში);

••  პასპორტის ასაღებად  მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი   - 100 ლარი (იხილეთ შეღავათები. ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა უფასოდ).
• პასპორტის შეცვლის შემთხვევაში - ძველი პასპორტი.

 

 


16-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის (მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის,  ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის) მისაღებად წარმოადგინეთ:

• განცხადება-ანკეტა (მიიღებთ ტერიტორიულ სამსახურებში) 
• დაბადების მოწმობა (დედანი);
• პირადობის (ბინადრობის) მოწმობა (დედანი);
• ერთ-ერთი მშობლის თანხმობა პასპორტის აღების შესახებ (თანხმობის ფორმა ივსება ტერიტორიულ სამსახურში); (16-დან 18-წლამდე არასრულწლოვანს, თუ იგი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, პასპორტის მისაღებად არ ესაჭიროება კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა);
• ერთი ფერადი ბიომეტრული-ფოტოსურათი (ფოტოსურათს გადაიღებთ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში);


• მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი 
 
16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის (მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის,  ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის) მისაღებად წარმოადგინეთ:

• განცხადება-ანკეტა (მიიღებთ ტერიტორიულ სამსახურებში) 
• დაბადების მოწმობა (დედანი)
• პირადობის (ბინადრობის) მოწმობა (დედანი და ასლი), თუ პირს პასპორტის გაცემამდე შეუსრულდა 14 წლის ასაკი
• ორივე მშობლის თანხმობა პასპორტის აღების შესახებ (თანხმობის ფორმა ივსება ტერიტორიულ სამსახურში);
• ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობა (დედანი);
• ორი ფერადი ბიომეტრული-ფოტოსურათი (ფოტოსურათს გადაიღებთ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში);

•  მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი  (იხილეთ შეღავათები. ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა უფასოდ);

 

 პასპორტის გაცემის ვადები და დაჩქარებული მომსახურების საფასურები:

 

  • საქართველოს მოქალაქის პასპორტი გაიცემა განცხადების შეტანიდან მე–10 სამუშაო დღეს. მომსახურების საფასური შეადგენს  - 100 ლარს. პასპორტის მეათე სამუშაო დღეს გასაცემად  დაჩქარებული მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება.
  • განაცხადის შეტანიდან პასპორტის მე-5 სამუშაო დღეს გასაცემად დაჩქარებული მომსახურების საფასური შეადგენს - 20 ლარს;
  • განაცხადის შეტანიდან პასპორტის მე-3 სამუშაო დღეს გასაცემად დაჩქარებული მომსახურების საფასური შეადგენს - 50 ლარს;
  • განაცხადის შეტანიდან პასპორტის 24 საათის გასვლისთანავე გასაცემად დაჩქარებული მომსახურების საფასური შეადგენს - 90 ლარს;
  • განაცხადის შეტანიდან პასპორტის იმავე დღეს გასაცემად დაჩქარებული მომსახურების საფასური შეადგენს - 105 ლარს.

შენიშვნა:

მომსახურების საფასურის გადახდა ხდება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში განთავსებულ სწრაფის გადახდის პუნქტებში.

 

შეღავათები 

მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

  • II მსოფლიო ომის მონაწილეები;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა;
  • ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები - 50 პროცენტით;
  • იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები) - 50 პროცენტით;
  • I და II ჯგუფის ინვალიდები - 50 პროცენტით;
  • 16 წლამდე ასაკის პირები - 50 პროცენტით.

 
 
ჩვენ ვუცხადებთ პირად ნდობას, მას ვინც გვაძლევს პირადობას!