![]() |
![]() |
![]() |
||
08 სექტემბერი 2010
| უცხო ქვეყნის მოქალაქეს პასპორტის ქართულენოვანი თარგმანი აღარ სჭირდება | ![]() |
უცხო ქვეყნის მოქალაქეს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სამსახურებში პასპორტის წარსადგენად დოკუმენტის თარგმანი აღარ სჭირდება. აღნიშნულ საკანონმდებლო სიახლესთან დაკავშირებით, დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სამოქალაქო რესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ბრიფინგი გამართა. ცვლილების თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია ქართულენოვანი თარგმანის გარეშე მხოლოდ მაშინ მიიღოს უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი, თუ დოკუმენტში უცხოელის პერსონალური მონაცემები ლათინური შრიფტით არის მოცემული.
07 სექტემბერი 2010
| სოციალურად დაუცველები სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორებისთვის საფასურს აღარ გადაიხდიან | ![]() |
სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორებისთვის საფასურს აღარ გადაიხდიან.აღნიშნულ საკანონმდებლო სიახლესთან დაკავშირებით, დღეს, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სამოქალაქო რესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ბრიფინგი გამართა.
26 აგვისტო 2010
| საქართველოში მოქალაქეობის სტატუსის არმქონე პირები აღარ იქნებიან |
საქართველოს მოქალაქის უფლებების დაცვის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ პრესკონფერენცია გამართა. `საქართველოს მოქალაქეობის შესახებ~ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ადამიანი მხოლოდ მაშინ გავა საქართველოს მოქალაქეობიდან, როდესაც იგი უცხო ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებს. ადრე პირს საქართველოს მოქალაქეობა უნდა დაეტოვებინა იმისთვის, რომ სხვა სახელმწიფოს მისი მოქალაქედ მიღება-არმიღების საქმე განეხილა.
23 აგვისტო 2010
| საზღვარგარეთ მყოფები პასპორტებზე განცხადებას ონლაინში შეავსებენ |
საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს პასპორტების მიღებაზე განცხადების შევსება ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ. ამ დრომდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს პასპორტის მისაღებად საკონსულო დაწესებულებისთვის უნდა მიემართათ და ადგილზე ჩასულიყვნენ. ონლაინ რეჟიმში განაცხადების შევსებით მოქალაქე მნიშვნელოვნად დაზოგავს დროსა და ხარჯებს. აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით, დღეს 23 აგვისტოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, ონლაინ რეჟიმში პასპორტების მიღებაზე განცხადების შევსების პროცედურა ამგვარია: დოკუმენტის მიღების მსურველმა უნდა იხილოს ვებგვერდი – http://passport.gov.ge და ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირდეს სამოქალაქო რეესტრის ოპერატორს. აპლიკანტი ოპერატორის დახმარებით ელექტრონულ ფორმატში განცხადებას შეავსებს და ამავდროულად მინდობილ პირს აირჩევს.
13 აგვისტო 2010
| განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სამოქალაქო რეესტრიდან ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში მიიღებს |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს ორ სტრუქტურას შორის ავტომატურ რეჟიმში მოანაცემების გაცვლას. მემორანდუმს ხელი იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ და განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ მოაწერეს.
მემორანდუმის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში მიიღებს.
06 აგვისტო 2010
| იუსტიციის სამინისტრო რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის კვირეულს უერთდება |
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის კვირეულს იუსტიციის სამინისტრო შეუერთდა. დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე სოსო წიქარიშვილი ეწვივნენ საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და აქციის სიმბოლო წითელი ყაყაჩო გულზე დაიბნიეს. დღევანდელი ღონისძიება გაზეთ `პრაიმ თაიმის~ მიერ ორგანიზებული `ხსოვნის კვირეულის~ ფარგლებში გაიმართა. კვირეულის სიმბოლოა ერთიანობის და სამშობლოსთვის დაღვრილი სისხლის სომბოლო - კრწანისის ველის წითელი ყაყაჩო.
06 აგვისტო 2010
| ბათუმის ქორწინების სახლი პოპულარულია |
ქალაქ ბათუმის ქორწინების სახლში გახსნის დღიდან ამ დრომდე საზეიმო ცერემონიალის თანხლებით 120 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა. ამავე პერიოდში ბათუმის ცენტრალურ ბულვარში მდებარე ქორწინების სახლმა საქართველოს მოქალაქეების გარდა დაქორწინების მსურველ არაერთ უცხოელს უმასპინძლა. ბოლო სამ თვეში ათმა უცხოელმა აღნიშნულ ქორწინების სახლში მოაწერა ხელი. ქალაქ ბათუმის ქორწინების სახლი 7 აპრილს გრანდიოზული ფოიერვერკით გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი შენობა გერმანიაში მოღვაწე ქართველი არქიტექტორის მიერ არის დაპროექტებული. ცნობისთვის, დღეისთვის საქართველოში სიღნაღის ქორწინების სახლში დაქორწინების მსურველებს სამოქალაქო რეესტრის მომსახურება 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ.
14 ივლისი 2010
| სამოქალაქო რეესტრში აპოსტილით 11 366 დოკუმენტი დამოწმდა |
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში ერთი წლის განმავლობაში აპოსტილით 11 408 დოკუმენტი დამოწმდა, 4 601 დოკუმენტის ლეგალიზაცია განხორციელდა და 13 008 დოკუმენტი სხვადასხვა ენებზე ითარგმნა.
2010 წლის 15 ივლისს, ერთი წელი გახდება, რაც უცხო ქვეყანაში სამოქმედოდ წარსადგენად დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებასა და ლეგალიზაციას სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ახორციელებს. აღნიშნული ფუნქციას 2009 წლის 15 ივლისამდე იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატი ასრულებდა.
12 ივლისი 2010
| ახალშობილების ყველაზე პოპულარული სახელები |
საქართველოში მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემების თანახმად, ახალშობილებს ყველაზე ხშირად ნიკოლოზს და მარიამს არქმევენ. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ახალშობილ ვაჟებს შორის პირველობას მუდმივად გიორგი ინარჩუნებდა. იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს ინფორმაციით, რომელიც სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ერთიან ბაზას ეყრდნობა, 2010 წლის 6 თვის სტატისტიკის მიხედვით ვაჟების პოპულარული სახელებია: ნიკოლოზი-1812 (მათ შორის, ნიკოლოზ, ნიკა), გიორგი-1704, ლუკა-1256, საბა-1147, დავით-691, ანდრია-422, ალექსანდრე-352, სანდრო-296 და სხვა. რაც შეეხება ახალშობილი გოგონების სახელებს, ამ მხრივ პირველობას ინარჩუნებს სახელი მარიამი-2148, ასევე პოპულარულია: ნინო 1477, ანა-903 (მათ შორის ანანო), ელენე-835, ლიზი-802, ანასტასია-736, ბარბარე-499, და სხვა.
08 ივლისი 2010
| საქართველოში უხუცესი ქალბატონი სამოქალაქო რეესტრმა დაასაჩუქრა | ![]() |
საქართველოს უხუცეს მოქალაქეს, წალენჯიხის რაიონის სოფელ საჩინოში მცხოვრებ ანტისა ხვიჩავას 2010 წლის 8 ივლისს, 130 წელი შეუსრულდა. მხცოვან ქალბატონს ღირშესანიშნავი თარიღი იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსგან უხუცესს ტკბილეულითა და ქართული ღვინით სავსე სასაჩუქრე კალათები გადაეცა. ანტისა ხვიჩავას 130 წლის იუბილეზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიამ და წალენჯიხის გამგეობამ ფულადი თანხა გადასცეს, უცუხესს დღესვე წალენჯიხის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. მცხოვან ქალბატონს დაბადების დღე ჟურნალისტებმაც მიულოცეს, მედიის წარმომადგენლებმა მას დაბადების დღის აღსანიშნავად ტორტი მიართვეს.













