სამოქალაქო რეესტრი - დაბადების რეგისტრაცია


    დაბადების რეგისტრაცია

     

1. რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მშობლებმა ბავშვის დაბადების მოწმობის ასაღებად უნდა წარმოადგინონ:


• ქორწინების მოწმობა;
• მშობლების პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);
• სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული საბუთი ბავშვის დაბადების თაობაზე ან გადაწყვეტილება დაბადების იურიდიული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ.
• მოწმობა გაიცემა უფასოდ, რეგისტრაციისთვის კანონით გათვალისწინებული საბუთების წარდგენის დღესვე.

2. რეგისტრირებულ ქორწინებაში არმყოფმა მშობლებმა ბავშვის დაბადების მოწმობის ასაღებად უნდა წარმოადგინონ:

 

• მშობლების პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);

• სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული საბუთი ბავშვის დაბადების თაობაზე ან გადაწყვეტილება დაბადების იურიდიული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ.

• მოწმობა გაიცემა უფასოდ, რეგისტრაციისთვის კანონით გათვალისწინებული საბუთების წარდგენის დღესვე.

 

3. დაუქორწინებელი დედის შემთხვევაში ბავშვის დაბადების მოწმობის ასაღებად უნდა წარმოადგინონ:

 • დედის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);
• სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული საბუთი ბავშვის დაბადების თაობაზე ან გადაწყვეტილება დაბადების იურიდიული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ.

• მოწმობა გაიცემა უფასოდ, რეგისტრაციისთვის კანონით გათვალისწინებული საბუთების წარდგენის დღესვე.

4. მშობლებმა, ბავშვის მიერ 1 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, დაბადების მოწმობის ასაღებად უნდა წარმოადგინონ:

• მშობლების, აგრეთვე, თვით ბავშვის წერილობითი განცხადება მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ;
• ქორწინების მოწმობა თუ ისინი ქორწინებაში იმყოფებიან;
• მშობლების პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);
• სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული საბუთი ბავშვის დაბადების თაობაზე ან გადაწყვეტილება დაბადების იურიდიული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ.
• ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების ცნობა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
• მოწმობა გაიცემა უფასოდ, განცხადების შეტანისა და რეგისტრაციისთვის კანონით გათვალისწინებული საბუთების წარდგენის დღესვე.


 
ქალია თუ კაცია უნდა რეგისტრაცია!