1. თუ მამობის დადგენა ხორციელდება მშობელთა ურთიერთშეთანხმებით. მშობლებმა ბავშვის მამობის დადგენის მოწმობის ასაღებად უნდა წარმოადგინონ:
- მშობლების ერთობლივი წერილობითი განცხადება;
- ბავშვის დაბადების მოწმობა;
- მშობლების პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი).
მოწმობა გაიცემა უფასოდ, განცხადების შეტანისა და რეგისტრაციისთვის კანონით გათვალისწინებული საბუთების წარდგენის დღესვე. განცხადება მამობის დადგენის რეგისტრაციის შესახებ შეიძლება შეტანილ იქნეს ორივე ან ერთ-ერთი მშობლის რეგისტრაციის ადგილის, აგრეთვე ბავშვის დაბადების რეგისტრაციის ან მამობის დადგენის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების მირების ადგილის მიხედვით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში.
2. მამის განცხადების საფუძველზე მამობის დადგენის მოწმობის ასაღებად ბავშვის მამამ უნდა წარმოადგინოს:
- მამის წერილობითი განცხადება;
- მამის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);
- ბავშვის დაბადების მოწმობა;
- დედის გარდაცვალების მოწმობა, ან დედის უგზო-უკვლოდ აღიარების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება, ან დედის ქმედუუნაროდ აღიარების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება, ან დედისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის თაობაზე თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება, ან დედის ადგილსამყოფელის დაუდგენლობის თაობაზე შესაბამისი საბუთი;
- სასამართლოს გადაწყვეტილება მამობის დადგენის თაობაზე.
მოწმობა გაიცემა უფასოდ, განცხადების შეტანისა და რეგისტრაციისთვის კანონით გათვალისწინებული საბუთების წარდგენის დღესვე. განცხადება მამობის დადგენის რეგისტრაციის შესახებ შეიძლება შეტანილ იქნეს ორივე ან ერთ-ერთი მშობლის რეგისტრაციის ადგილის, აგრეთვე ბავშვის დაბადების რეგისტრაციის ან მამობის დადგენის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების მირების ადგილის მიხედვით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში.
3. იმ შემთხვევაში თუ მამობის დადგენა ხორციელდება მამის სურვილის საწინააღმდეგოდ, მამა გარდაცვლილია ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად, მამობის დადგენის რეიგსტრაციისთვის და მოწმობის მისაღებად, მეორე მშობელმა უნდა წარმოადგინოს:
ა) თუ მამობის დადგენა ხორციელდება მამის სურვილის საწინააღმდეგოდ:
მშობლის წერილობითი განცხადება;
ბავშვის დაბადების მოწმობა;
მშობლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);
სასამართლოს გადაწყვეტილება მამობის დადგენის თაობაზე;
ბ) თუ მამა გარდაცვლილია ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად:
მშობლის წერილობითი განცხადება;
- ბავშვის დაბადების მოწმობა;
- მშობლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);
- სასამართლოს გადაწყვეტილება პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების თაობაზე ან მამის გარდაცვალების მოწმობა;