ქორწინების რეგისტრაცია
ქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთები:
დასაქორწინებელ პირთა ერთობლივი წერილობითი განცხადება;
დასაქორწინებელ პირთა პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);
წინა ქორწინების მოშლის დამადასტურებელი საბუთი (მანამდე დაქორწინებული პირისათვის);
უცხოელის შემთხვევაში: პასპორტის თარგმანი და ასლის ნოტარიულად დამოწმებული საბუთი.
პასპორტში საქართველოში ლეგალურად შემოსვლის შტამპის ქსეროასლი.
ქორწინების რეგისტრაცია წარმოებს დასაქორწინებელ პირთა მიერ მითითებულ დროსა და ადგილზე.
დასაქორწინებელ პირთა მოთხოვნით ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელია ჩატარდეს საზეიმო ვითარებაში, სპეციალური სარიტუალო მომსახურებით ან სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის შენობის გარეთ.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის შენობის გარეთ ქორწინების რეგისტრაციის მომსახურების განაკვეთი - 170 ლარი;
ქორწინების რეგისტრაციის სპეციალური სარიტუალო მომსახურების საფასური ქორწინების სახლებში შაბათ–კვირას 150 ლარია, ნებისმიერ სხვა სამუშაო დღეს – 90 ლარი.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსხურებში ქორწინების რეგისტრაციისა და შესაბამის მოწმობის გაცემისათვის სპეციალური სარიტუალო მომსახურების საფასური - 50 ლარი.
შენიშვნა:
- ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის გასაცემად წარსადგენი საბუთები
- ქორწინების განმეორებითი მოწმობა, განმეორებითი მოწმობის მისაღებად წარსადგენი საბუთები, შესწორებისა და ცვლილებების შეტანისთვის წარსადგენი საბუთები
ან იხილეთ ჩამონათვალში "სხვა მომსახურება"საქართველოს ტერიტორიაზე გაცემული და უცხოეთში სამოქმედოდ წარსადგენი ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის ლეგალიზაციისა და აპოსტილის სამმართველო.








