სამოქალაქო რეესტრი - განქორწინების რეგისტრაცია

განქორწინების რეგისტრაცია


 

1. განქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთები მეუღლეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე, რომელთა შორის დავა არ არსებობს:

მეუღლეთა ერთობლივი წერილობითი განცხადება;

განსაქორწინებელ პირთა პირადობის დამადასტურებელი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);

ქორწინების მოწმობა;

მომსახურების საფასურის დამადასტურებელი ქვითარი - 45 ლარი.

მოწმობა გაიცემა განცხადებისა და რეგისტრაციისთვის კანონით გათვალისწინებული საბუთების წარდგენიდან 15 სამუშაო დღის შემდეგ. განცხადება განქორწინების რეგისტრაციის შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთ-ერთი მეუღლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში.

 

2. განქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთები ერთ-ერთი მეუღლის განცხადების საფუძველზე:

ერთ-ერთი მეუღლის წერილობითი განცხადება;

პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);

ქორწინების მოწმობა;

კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება მეორე მეუღლის ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ, ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების შესახებ, ან თუ მეორე მეუღლე მსჯავრდებულია დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთით არანაკლებ 3 წლის ვადით;

მომსახურების საფასურის დამადასტურებელი ქვითარი - 45 ლარი.

მოწმობა გაიცემა განცხადებისა და რეგისტრაციისთვის კანონით გათვალისწინებული საბუთების წარდგენიდან 1 თვის გასვლის შემდეგ. განცხადება განქორწინების რეგისტრაციის შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთ-ერთი მეუღლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში.

 

3. განქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთები სასამართლოს გადაწყვეტილებით:

ორივე, ან ერთ-ერთი მეუღლის წერილობითი განცხადება;

პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);

კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ;

სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე).

მოწმობა გაიცემა განცხადების შეტანისა და რეგისტრაციისთვის კანონით გათვალისწინებული საბუთების წარდგენის დღესვე. განცხადება განქორწინების რეგისტრაციის შესახებ შეიძლება შეტანილ იქნეს ერთ-ერთი მეუღლის რეგისტრაციის ადგილის, აგრეთვე განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების ადგილის მიხედვით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში.

საქართველოს ტერიტორიაზე გაცემული და უცხოეთში სამოქმედოდ წარსადგენი ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის ლეგალიზაციისა და აპოსტილის სამმართველო.

 


 
ხელში რომ დროშა აგიტაცია, ჯერ გაიარე რეგისტრაცია!