სამოქალაქო რეესტრი - აპოსტილი და ლეგალიზაცია


გთხოვთ ჩაწეროთ აპოსტილის ნომერი:
 
გთხოვთ ჩაწეროთ აპოსტილის თარიღი: Pick a date (dd-MM-yyyy)

ამოსაბეჭდი ვერსია

დოკუმენტის სანახავად საჭიროა Adobe Reader 9.1

თუ დამოწმებული დოკუმენტი 3 გვერდს აღემატება, მაშინ მხოლოდ ხელმოწერილი გვერდები გამოჩნდება.

დოკუმენტების ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება 

 

I. დოკუმენტის ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება

1. რას ნიშნავს დოკუმენტის ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება?

2. რა განსხვავებაა აპოსტილით დამოწმებასა და ლეგალიზაციას შორის?

3. რა სახის დოკუმენტები ექვემდებარება ლეგალიზაციას/აპოსტილით დამოწმებას?

4. ვინ ახორციელებს დოკუმენტების ლეგალიზაციას/აპოსტილით დამოწმებას?

II. მაქვს საქართველოს ტერიტორიაზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც მინდა უცხო ქვეყანაში გამოვიყენო

1. როგორი სახით უნდა მოხდეს საქართველოში გაცემული დოკუმენტების წარდგენა უცხო ქვეყნებში?

2. რომელ უცხო ქვეყნებში მიიღება საქართველოში გაცემული დოკუმენტები აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის გარეშე?

3. რომელ ქვეყნებთან მიმართებით გამოიყენება საქართველოში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების პროცედურა?

   3.1 რომელი ორგანოები ახორციელებენ საქართველოში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებას და როგორია აპოსტილის დამოწმების პროცედურა საქართველოში?

4. რომელ ქვეყნებთან მიმართებით გამოიყენება საქართველოში გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაციის პროცედურა?

   4.1 რომელი ორგანოები ახორციელებენ საქართველოში გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაციას და როგორია ლეგალიზაციის პროცედურა საქართველოში?

5. რა ტიპის დოკუმენტები ექვემდებარება ლეგალიზაციას/აპოსტილით დამოწმებას?

6. რა სახის დოკუმენტების ლეგალიზაციას/აპოსტილით დამოწმებს ახორციელებენ დამოწმებაზე უფლებამოსილი ორგანოები?

7. სად ხდება დოკუმენტის თარგმანის ლეგალიზაცია/აპოსტილით დამოწმება და ვინ ახორციელებს დოკუმენტის თარგმანს?

8. რა ტიპის დოკუმენტები არ ექვემდებარება ლეგალიზაციას/აპოსტილით დამოწმებას?

9. რა შემთხვევაში შეიძლება ითქვას უარი ლეგალიზაციაზე/აპოსტილით დამოწმებაზე?

III. მაქვს უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტი, რომელიც საქართველოში მინდა გამოვიყენო

IV. მაქვს უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტი, რომლიც მინდა გამოვიყენო სხვა უცხო ქვეყანაში

V. მაქვს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტი

VI. მაქვს უცხო ქვეყნებში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტი

VII. მომსახურების გაწევის პირობები

1. ვის შეუძლია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში სალეგალიზაციოდ/აპოსტილით დასამოწმებლად დოკუმენტების წარდგენა? აუცილებელია თუ არა დოკუმენტები წარმოადგინოს თავად იმ პირმა, რომლის სახელზეც არის შედგენილი დოკუმენტი?

2. რას შეადგენს ლეგალიზაციის/აპოსტილით დამოწმების საფასური?

3. როდის წარმოებს დოკუმენტების მიღება?

VIII. რომელი სახელმწიფოები წარმოადგენს “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ” მინსკის 1993 წლის კონვენციის წევრ-სახელმწიფოებს?

IX. რომელი სახელმწიფოები წარმოადგენს ”უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ” ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის წევრ-სახელმწიფოებს?

 

I. დოკუმენტის ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება

1. რას ნიშნავს დოკუმენტის ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება? ერთ ქვეყანაში გაცემული დოკუმენტი სხვა ქვეყანაში გამოყენების მიზნით საჭიროებს ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას. ლეგალიზაცია/აპოსტილით დამოწმება გულისხმობს დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ბეჭდის, ან შტამპის აუთენტურობის დამოწმებას.

2. რა განსხვავებაა აპოსტილით დამოწმებასა და ლეგალიზაციას შორის? ლეგალიზაცია, დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისაგან განსხვავებით, წარმოადგენს ხანგრძლივ პროცედურას, რომელიც გულისხმობს დამოწმების პროცესში რამდენიმე რგოლის (უწყების) მონაწილეობას. ლეგალიზაციის დროს აუცილებელია დოკუმენტის მიმღები უცხო ქვეყნის საკონსულო დაწესებულების მიერ მისი დამოწმება (საკონსულო ლეგალიზაცია), რის შემდეგაც დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ამ კონკრეტულ უცხო ქვეყანაში. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ერთსაფეხურიანი პროცედურაა და გულისხმობს მხოლოდ ერთი კონკრეტული უწყების მიერ მის დამოწმებას, აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია ”უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ” ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის ნებისმიერ წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

3. რა სახის დოკუმენტები ექვემდებარება ლეგალიზაციას/აპოსტილით დამოწმებას? ყოველი კონკრეტული ქვეყანა თავად განსაზღვრავს, თუ რა სახის დოკუმენტები ექვემდებარება ლეგალიზაცის/აპოსტილით დამოწმებას. ზოგადად, ეს არის ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები.

4. ვინ ახორციელებს დოკუმენტების ლეგალიზაციას/აპოსტილით დამოწმებას?

დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება ხდება დოკუმენტების გამცემი სახელმწიფოს მიერ. http://www.hcch.net/index_en.php?act=conventions.authorities&cid=41.  დოკუმენტების ლეგალიზაციის პროცესში ჩართულია როგორც დოკუმენტის გამცემი ქვეყნის შესაბამისი ორგანოები, ისე, დოკუმენტის მიმღები ქვეყნის დიპლომატიური/საკონსულო დაწესებულება, რომელიც აკრედიტებულია დოკუმენტის გამცემ სახელმწიფოში.

II. მაქვს საქართველოს ტერიტორიაზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც მინდა უცხო ქვეყანაში გამოვიყენო

1. როგორი სახით უნდა მოხდეს საქართველოში გაცემული დოკუმენტების წარდგენა უცხო ქვეყნებში? საქართველოში გაცემულ დოკუმენტებს უცხო ქვეყანაში წარსადგენად ესაჭიროება ლეგალიზაცია ან აპოსტილით დამოწმება, ან შესაძლოა მათი გამოყენება არ იყოს დაკავშირებული არცერთ მოხსენიებულ დამოწმების პროცედურასთან. ყოველივე ეს დამოკიდებულია იმ უცხო სახელმწიფოზე, სადაც უნდა იქნას წარდგენილი დოკუმენტი.

2. რომელ უცხო ქვეყნებში მიიღება საქართველოში გაცემული დოკუმენტები აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის გარეშე? საქართველოში გაცემული დოკუმენტები აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის გარეშე მიიღება იმ ქვეყნებში, რომლებიც წარმოადგენენ “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ” მინსკის 1993 წლის კონვენციის წევრ-სახელმწიფოებს. შენიშვნა: თუ ზემოაღნიშნული კონვენციის წევრი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები მაინც მოითხოვენ საქართველოში გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაციას/აპოსტილით დამოწმებას, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

3. რომელ ქვეყნებთან მიმართებით გამოიყენება საქართველოში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების პროცედურა? საქართველოში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების წესი გამოიყენება იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც წარმოადგენენ “უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ” ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის წევრ-სახელმწიფოებს (დაწვრილებითი ინფორმაცია ზემოაღნიშნული კონვენციის წევრ-სახელმწიფოების თაობაზე იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდზე: www.hcch.net) შენიშვნა: გამონაკლისს წარმოადგენს საბერძნეთის რესპუბლიკ, რომელმაც უარი განაცხადსაქართველოს მიმართ ზემოაღნიშნული კონვენციის ცნობაზე. საბერძნეთისათვის ძალაში რჩება ლეგალიზაციის მოთხოვნა.

  3.1 რომელი ორგანოები ახორციელებენ საქართველოში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებას და როგორია აპოსტილის დამოწმების პროცედურა საქართველოში? საქართველოში დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება მარტივ პროცედურას წარმოადგენს და გულისხმობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი უწყების მიერ დოკუმენტის ერთჯერადად დამოწმებას. საქართველოში დოკუმენტების აპოსტილით დამმოწმებელი ორგანოებია:

    ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო – მის.: ქ.თბილისი, წერეთლის გამზ 67ა ტელ. 35 79 93;

    ბ) საქართველოს უზენაესი სასამართლო – მის.: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. 32; ტელ.: 93 47 22;

    გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – მის.: ქ. თბილისი, პეკინის ქ. 30; ტელ.: 38 78 40;

დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – მის.: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. 52. ტელ.: 96 98 21.

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო – ქ. თბილისი, ქავთარაძის ქ. 5 ა.

4. რომელ ქვეყნებთან მიმართებით გამოიყენება საქართველოში გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაციის პროცედურა?

იმ სახელმწიფოებისათვის, რომლებიც არ წარმოადგენენ “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ” მინსკის 1993 წლის და “უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ” ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციათა წევრ-სახელმწიფოებს, ძალაში რჩება ლეგალიზაციის მოთხოვნა. ლეგალიზაციის მოთხოვნა ასევე ძალაში რჩება  საბერძნეთის რესპუბლიკისათვის.

  4.1 რომელი ორგანოები ახორციელებენ საქართველოში გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაციას და როგორია ლეგალიზაციის პროცედურა საქართველოში? საქართველოში დოკუმენტების ლეგალიზაცია ხორციელდება რამდენიმე ეტაპად, პირველ ეტაპზე, ლეგალიზაციის ახორციელებს:

   ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სამოქალაქო რეესტრის სააგენტო – მის.: ქ.თბილისი, წერეთლის გამზ 67ა ტელ. 35 79 93;

სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიული სამსახურები:  ქ. ბათუმი – ფარნავაზ მეფის ქ. 4, ტელ.:7 02 74

                                                                                                            ქ. ქუთაისი – სადგურის მოედანი 3ა, ტელ.: 3 90 10

   ბ) საქართველოს უზენაესი სასამართლო – მის.: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. 32; ტელ.: 93 47 22;

   გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – მის.: ქ. თბილისი, პეკინის ქ. 30; ტელ.: 38 78 40;

   დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – მის.: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. 52. ტელ.: 96 98 21.

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო – ქ. თბილისი, ქავთარაძის ქ. 5 ა.

 

შენიშვნა: თუ რომელ ზემოთ ჩამოთვლილ ორგანოს უნდა მიმართოთ ლეგალიზაციის პირველ ეტაპზე, დამოკიდებულია დოკუმენტის სახეობაზე.

მეორე ეტაპზე ლეგალიზაციის განმახორციელებელ ორგანოს ყველა სახის დოკუმენტებთან მიმართებით წარმოადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – მის.: ქ.თბილისი ჩიტაძის ქ. 4. ტელ. 28 47 47.

დოკუმენტის ლეგალიზაციის ბოლო ეტაპს წარმოადგენს საქართველოში აკრედიტებული იმ უცხო ქვეყნის დიპლომატიური/საკონსულო დაწესებულების მიერ დამოწმება (საკონსულო ლეგალიზაცია), სადაც წარდგენილ უნდა იქნას დოკუმენტი.

5. რა ტიპის დოკუმენტები ექვემდებარება ლეგალიზაციას/აპოსტილით დამოწმებას?

- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები; ასევე ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები;

- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, ასევე სამედიცინო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები;

- სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები;

- სანოტარო აქტები;

- საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები;

- ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ასლის დედანთან იგივეობის დამადასტურებელი დამოწმების ფურცელი;

- აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული დოკუმენტის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული თარგმანი;

- აპოსტილით დამოწმებას ექვემდებარება როგორც დოკუმენტის ორიგინალი, ისე ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის ასლი და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ასლის დედანთან იგივეობის დამოწმების ფურცელი.

6. რა სახის დოკუმენტების ლეგალიზაციას/აპოსტილით დამოწმებას ახორციელებენ დამოწმებაზე უფლებამოსილი ორგანოები?

ა) საქართველოში დოკუმენტების ლეგალიზაციასა და აპოსტილით დამოწმებას, მათი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ:

- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების მიმართ;

- საქართველოს უზენაესი სასამართლო - სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების მიმართ;

- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე სამედიცინო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების მიმართ.

– საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დამზადებულ/გაცემული დოკუმენტების მიმართ.

ბ) აპოსტილით დამოწმებასა და ლეგალიზაციას დაქვემდებარებული ყველა იმ დოკუმენტის დამოწმებას, რომელიც არ განეკუთვნება ზემოთჩამოთვლილი ორგანოების კომპეტენციას, ახორცილებს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო.

7. სად ხდება დოკუმენტის თარგმანის ლეგალიზაცია/აპოსტილით დამოწმება და ვინ ახორციელებს დოკუმენტის თარგმანს?

თუ მოქალაქეს, უცხოეთში წარდგენის მიზნით, ესაჭიროება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის თარგმანის აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაცია, თარგმანს ახორციელებს ადმინისტრაციული ორგანო. ამასთან, თარგმანის დამოწმება დამოკიდებულია იმ ადმინისტრაციულ ორგანოზე, რომელიც განახორციელებს თარგმანს. თარგმანის განმახორციელებელ ერთ-ერთ ასეთ ორგანოს წარმოადგენს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო, კერძოდ, აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამმართველო.

8. რა ტიპის დოკუმენტები არ ექვემდებარება ლეგალიზაციას/აპოსტილით დამოწმებას?

- საზღვარგარეთ აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტები;

- კერძო სამართლის იურიდიული პირების (გარდა სამედიცინო და ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) მიერ გაცემული დოკუმენტები; - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია საბაჟო და კომერციულ ოპერაციებთან;

- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მისი ასლი და ფოტოპირი (გარდა გამცემი ორგანოს მიერ დამოწმებული საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლისა);

- სამხედრო ბილეთი;

- სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი (ტექნიკური პასპორტი) და მართვის მოწმობა; ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული ქვითრები;

- სანოტარო აქტები, რომელიც ეხება ასლის დედანთან იდენტურობისა და თარჯიმნის ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმებას;

- საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული ნორმატიული აქტები;

- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დე ფაქტო ხელისუფლების ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ გაცემული დოკუმენტები.

შენიშვნა: თუ ხელთ გაქვთ ზემოაღნიშნული დე ფაქტო ხელისუფლების ორგანოების და თანამდებობის პირების მიერ გაცემული დოკუმენტები, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

9. რა შემთხვევაში შეიძლება ითქვას უარი ლეგალიზაციაზე/აპოსტილით დამოწმებაზე?

დოკუმენტის ლეგალიზაციასა და აპოსტილით დამოწმებაზე უარი შეიძლება ითქვას თუ:

- დოკუმენტზე ტექსტის ამოკითხვა შეუძლებელია, ან ტექსტი ძნელად გასარკვევია;

- დოკუმენტი ხელმოწერილია ფანქრით;

- დოკუმენტის ასლები დაუმოწმებელია;

- დოკუმენტებში დაფიქსირებულია დაუმოწმებელი შესწორებები, ან შეინიშნება გაყალბების ნიშნები;

- ვერ ხერხდება საჭირო ხელმოწერის, ბეჭდის ან შტამპის ნიმუშის მოძიება ან ვერ დგინდება დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება და ბეჭდის და შტამპის აუთენტურობა;

- დოკუმენტზე შეინიშნება მასთან კავშირის არმქონე მინაწერი, ბეჭედი ან შტამპი;

- აშკარაა, რომ დოკუმენტი ფორმით ან შინაარსით არსებითათ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას ან/და გაცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ.

III. მაქვს უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტი, რომელიც საქართველოში მინდა გამოვიყენო

უცხოეთში გაცემული დოკუმენტები, საქართველოში გამოყენების მიზნით, ექვემდებარება ლეგალიზაციას, აპოსტილით დამოწმებას, ან არ საჭიროებს სპეციალურ დამოწმებას.

დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება ხდება დოკუმენტების გამცემი სახელმწიფოს მიერ.

დოკუმენტების ლეგალიზაციის პროცესში ჩართულია როგორც დოკუმენტის გამცემი ქვეყნის შესაბამისი ორგანოები, ასევე საქართველოს დიპლომატიური/საკონსულო დაწესებულება, რომელიც აკრედიტებულია დოკუმენტის გამცემ სახელმწიფოში.

  ა) თუ დოკუმენტი გაცემულია “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ” მინსკის 1993 წლის კონვენციის წევრ-სახელმწიფოებში, საქართველოში მიიღება ლეგალიზაციის/აპოსტილით დამოწმების გარეშე.

  ბ) თუ დოკუმენტი გაცემულია “უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ” ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის წევრ-სახელმწიფოებში, საქართველოში გამოყენების მიზნით ექვემდებარება აპოსტილით დამოწმებას იმ სახელმწიფოში, სადაც გაცემულია დოკუმენტი.

  გ) თუ ქვეყანა არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული კონვენციების წევრ-სახელმწიფოს, ამ ქვეყანაში შედგენილი დოკუმენტი, საქართველოში გამოყენების მიზნით, საჭიროებს ლეგალიზაციას. ყოველ კონკრეტულ ქვეყანაში ლეგალიზაციის პროცედურა განისაზღვრება ქვეყნის შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ბოლო ეტაპს წარმოადგენს ამ ქვეყანაში აკრედიტებული საქართველოს საკონსულოს მიერ დამოწმება, რის შემდეგაც დოკუმენტი გამოიყენება საქართველოში.

შენიშვნა: მიუხედავად იმისა, საბერძნეთი წარმოადგენ “უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ” ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის წევრ-სახელმწიფოებს, ამ ქვეყში შედგენილი დოკუმენტები საქართველოში გამოყენების მიზნით, საჭიროებს ლეგალიზაციას.

უცხო ქვეყნებში აპოსტილით დამმოწმებელი უფლებამოსილი ორგანოების სია იხილეთ: http://www.hcch.net/index_en.php?act=conventions.authorities&cid=41

უცხო ქვეყნებში არსებული ლეგალიზაციის  შიდა პროცედურის შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ამ ქვეყანაში აკრედიტებულ საქართველოს საკონსულოს.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვეყანაში არ არსებობს საქართველოს საკონსულო, დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს.

IV. მაქვს უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტი, რომლიც მინდა გამოვიყენო სხვა უცხო ქვეყანაში

კონსულტაციისათვის მიმართეთ დოკუმენტის გამცემი ან მიმღები სახელწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს.

V. მაქვს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური/საკონსულო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტი

თუ აღნიშნული დოკუმენტების გამოყენება გინდათ საქართველოში, დამოწმებისათვის მიმართეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტმენტს.

VI. მაქვს უცხო ქვეყნებში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიური/საკონსულო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტი

თუ აღნიშნული დოკუმენტების გამოყენება გინდათ საქართველოში, ისინი მიიღება ყოველგვარი დამოწმების (ლეგალიზაცია, აპოსტილი) გარეშე. თუ აღნიშნული დოკუმენტების გამოყენება გინდათ უცხო ქვეყანაში, კონსულტაციისათვის მიმართეთ შესაბამის ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატიურ/საკონსულო დაწესებულებას ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს.

VII. სამოქალქო რეესტრის სააგენტოში ლეგალიზაციის და აპოსტილით დამოწმების მომსახურების გაწევის პირობები

1. ვის შეუძლია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში სალეგალიზაციოდ/აპოსტილით დასამოწმებლად დოკუმენტების წარდგენა? აუცილებელია თუ არა დოკუმენტები წარმოადგინოს თავად იმ პირმა, რომლის სახელზეც არის შედგენილი დოკუმენტი?

დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენა სააგენტოში შეუძლია არა მარტო მოქალაქეს, რომლის სახელზეც არის შედგენილი დოკუმენტი, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. მინდობილობა საჭირო არ არის.

2. რას შეადგენს ლეგალიზაციის/აპოსტილით დამოწმების საფასური?

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის მომსახურების საფასური შეადგენს შემდეგს:

ერთი დოკუმენტის ან დოკუმენტის თარგმანის ან ასლის ლეგალიზაცია/აპოსტილით დამოწმება:

8 სამუშაო დღე – 20 ლარი

4 სამუშაო დღე – 40 ლარი

2 სამუშაო დღე – 70 ლარი

1 დღე – 100 ლარი

დოკუმენტის თარგმნა: ერთი გვერდი – 20 ლარი

3. როდის წარმოებს დოკუმენტების მიღება?

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში დოკუმენტების მიღება წარმოებს სამუშაო დღეებში 09.30 სთ-დან 17 სთ-მდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონებზე: ცხელი ხაზი – 40 10 10, აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამმართველო – 35 79 93; 35 79 82(83)

VIII. რომელი სახელმწიფოები წარმოადგენს “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ” მინსკის 1993 წლის კონვენციის წევრ-სახელმწიფოებს?

“სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ” მინსკის 1993 წლის კონვენციის წევრი-სახელმწიფოები:

აზერბაიჯანი

სომხეთი

ბელარუსი

ყაზახეთი

ყირგიზეთი

მოლდოვა

რუსეთი

ტაჯიკეთი

თურქმენეთი

უზბეკეთი

უკრაინა

საქართველო

IX. რომელი სახელმწო უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ” ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის წევრი-სახელმწიფოები?

”უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ” ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის წევრი-სახელმწიფოებია:

1. ალბანეთი 2. ანდორა 3. ანტიგუა და ბარბუდა 4. არგენტინა 5. სომხეთი 6. ავსტრალია 7. ავსტრია 8. აზერბაიჯანი 9. ბაჰამა 10. ბარბადოსი 11. ბელარუსი 12. ბელგია 13. ბელიზი 14. ბოსნია და ჰერცოგოვინა 15. ბოტსვანა 16. ბრუნეი დარუსალამი 17. ბულგარეთი 18. კაბო ვერდე 19. ჩინეთი (ჰონ-კონგი) 20. ჩინეთი (მაკაო) 21. კოლუმბია 22. კუკის კ-ები 23. ხორვატია 24. კვიპროსი 25. ჩეხეთის რესპუბლიკა 26. დანია 27. დომინიკა 28. დომინიკის რესპუბლიკა 29. ეკვადორი 30. ელ სალვადორი 31. ესტონეთი 32. ფიჯი 33. ფინეთი 34. საფრანგეთი 35. მაკედონია 36. საქართველო 37. გერმანია 38. საბერძნეთი 39. გრენადა 40. ჰონდურასი 41. უნგრეთი 42. ისლანდია 43. ინდოეთი 44. ირლანდია 45. ისრაელი 46. იტალია 47. იაპონია 48. ყაზახეთი 49. კორეის რესპუბლიკა 50. ლატვია 51. ლესოტო 52. ლიბერია 53. ლიხტენშტაინი 54. ლიტვა 55. ლუქსემბურგი 56. მალავი 57. მალტა 58. მარშალის კ-ები 59. მავრიკია 60. მექსიკა 61. მონაკო 62. მონღოლეთი 63. მონტენეგრო 64. ნამიბია 65. ნიდერლანდები 66. ახალი ზელანდია 67. ნიუე 68. ნორვეგია 69. პანამა 70. პოლონეთი 71. პორტუგალია 72. მოლდოვას რესპუბლიკა 73. რუმინეთი 74. რუსეთის ფედერაცია 75. სანტ კიტსი და ნევისი 76. სენტ ლუსია 77. სენტ ვინსენტი და გრენადინები 78. სამოა 79. სან მარინო 80. საო ტომე და პრინსიპი 81. შერბია 82. სეიშელები 83. სლოვაკია 84. სლოვენია 85. სამხრეთ აფრიკა 86. ესპანეთი 87. სურინამი 88. სვაზილანდი 89. შვედეთი 90. შვეიცარია 91. ტონგა 92. ტრინიდადი და ტობაგო 93. თურქეთი 94. უკრაინა 95. გაერთიანებული სამეფო 96. აშშ 97. ვანუატუ 98. ვენესუელა.

ნორმატიული ბაზა:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის #404 ბრძანებულება “დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ”

2. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის #406 ბრძანებულება “დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ”

3. “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ” მინსკის 1993 წლის კონვენცია

4. ~უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ” ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენცია

 


 
 
ისე როგორც ზღვას პორტი, კაცს ჭირდება პასპორტი!